ჯო ბაიდენი: პუტინსა და ტრამპს არ სურთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას ნებისმიერ ფასად მიიღებს,-ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორი რამ  მესმის. პირველი ის არის, რომ პუტინს არ სურს, პრეზიდენტი გავხდე, ხოლო მეორე ის არის, რომ ამ ბიჭს, ტრამპს არ სურს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო, მაგრამ მათ გასაგონად ვამბობ: არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ”, – ციტირებს The Hill ჯო ბაიდენის სიტყვებს.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტები გამოძიების ფარგლებში ცდილობენ გაარკვიონ, მოახდინა თუ არა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟისს წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო. ამ გამოძიებაში კონგრესმენები ამ სერვისს უწოდებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში პოლიტიკური სკანდალია აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ. სწორედ ეს საუბარი გახდა ტრამპის იმპიჩმენტის მოტივი. მისი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპი აიძულებდა ვლადიმირ ზელენსკის, რომ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ჰანტერ ბაიდენი კი, მომავალ არჩევნებში, დონალდ ტრამპის შესაძლო მთავარი ოპონენტის ვაჟია.

აშშ-ის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები შორს არ იხედებიან, ერთი ნაბიჯით წინაც კი არ იყურებიან, – მიიჩნევს პუტინი.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიება რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აშშ-ის არჩევნებში, მხოლოდ მოტივი გახდა იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ სანქციები დაეკისრებინათ და მასზე ზეწოლა მოეხდინათ.

პუტინი აღნიშნავს, რომ ამის ვარაუდის ფონზე დაწესდა სანქციები. შემდეგ კი სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გაარკვია, რომ შეთქმულება არ მომხდარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სანქციები კვლავ ძალაში დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად