ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს. მისი ვიდეომიმართვა მომავალ ოთხშაბათს გავრცელდება. ინფორმაციას გამოცემა The Atlantic ჯო ბაიდენთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მან გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ეს მისი მესამე მცდელობა იქნება, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავოს. ბევრს ეგონა, რომ ის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც 2020 წელს დემოკრატიული პარტიისთვის პრაიმერში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, საარჩევნო პროცესია”,- განაცხადა წყარომ.

როგორც გამოცემა წერს, სპეციალური ვიდეომიმართვა ჯო ბაიდენმა ორი კვირის წინ, პენსილვანიის შტატში საკუთარ სახლში ჩაწერა, სადაც ის გაიზარდა.

76 წლის ჯო ბაიდენი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია 2020 წლის თებერვალში დაიწყება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

პირველად, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა 1988 წელს წარადგინა, მაგრამ შემდეგ ის წინასაარჩევნო კამპანიისას პლაგიატში დაადანაშაულეს. მას პრეზიდენტობა 2008 წელსაც სურდა, მაგრამ თანამდებობა ბარაკ ობამამ დაიკავა. ჯო ბაიდენი მის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...