ჯო ბაიდენი: პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. რაც შეეხება იმ სფეროებს, სადაც უთანხმოება გვაქვს, მინდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ესმოდეს, თუ რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს დღის წესრიგი ამერიკელი ხალხისთვისაა. პრეზიდენტ პუტინს ასევე ვუთხარი, რომ ადამიანის უფლებების თემა ყოველთვის იქნება დღის წესრიგში. ამიტომაც წამოვწიე ალექსეი ნავალნის საკითხი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები
იტვირთება...