ჯო ბაიდენი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ჯო ბაიდენი ნობელის პრემიის კანდიდატად დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის ინიციატორი დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრი კრის ბრაიანტი იყო.

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ბაიდენის კანდიდატურის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების წინ.

“როდესაც სხვები მიმართავენ ძალადობრივ გადაწყვეტილებებს, ის ამტკიცებს, რომ საუკეთესო ძალა კამათის ძალაა. იმიტომ, რომ იარაღს შეუძლია შეაჩეროს გული, მაგრამ კარგად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება შეცვალოს ბევრის გული და ბევრ გულს შეუძლია შეცვალოს სამყარო”, – თქვა ბრაიანტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აგრეთვე დასახელებულია ნობელის პრემიის კანდიდატად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად