ჯო ბაიდენი: მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის შედეგი გამანადგურებელი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

„მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი გამანადგურებელი იქნება. ეს ადრეც ვთქვი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნავალნის არ ეხება და ცდილობს, რაციონალური გახადოს ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა და შემდეგ ნავალნი მოკვდება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა .

კომენტარები
იტვირთება...