ჯო ბაიდენი: მანამ, სანამ სიტუაცია გაუმჯობესდება, აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა 600 ათასს გადააჭარბოს

მანამ, სანამ სიტუაცია გაუმჯობესებას დაიწყებს, აშშ-ში კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ შესაძლოა 600 ათასს გადააჭარბოს. – ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.

“უფრო მეტი სიკვდილიანობა იქნება. პროგნოზის თანახმად, ჩვენ ვნახავთ გარდაცვალების 600 000-დან 660 000-მდე შემთხვევას, სანამ არ გავივლით ყველაზე რთულ ეტაპს და სიტუაცია მკვეთრად არ გაუმჯობესდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავამარცხებთ ამ პანდემიას. ჩვენ ამ საკითხთან გამკლავება შემოდგომაზეც მოგვიწევს “, – თქვა ბაიდენმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნიღბების ტარება აპრილის ბოლომდე, ექსპერტების აზრით, 50 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

ამერიკის ლიდერის განცხადებით, გაზაფხულზე აშშ-ს ყველა მაცხოვრებელს, ვისაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სურს, ექნება ამის შესაძლებლობა. “დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულისთვის ჩვენ უკვე ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების გზაზე ვიქნებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მალე შეერთებულ შტატებში დღეში დაახლოებით მილიონამდე ვაქცინაცია ჩატარდება. ბაიდენმა ასევე არ გამორიცხა ამ მაჩვენებლის 1,5 მილიონამდე გაზრდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 25,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 420 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად