ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის „იყიდე ამერიკული საქონელი” განხორციელებას

ამერიკული პრესის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის „იყიდე ამერიკული საქონელი” განხორციელებას

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა ამერიკელებს შესთავაზა განეხორციელებინათ გეგმა „იყიდე ამერიკული”, რომელიც ამერიკული წარმოების საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების 4 წლის განმავლობაში 400 მილიარდით ზრდას ითვალისწინებს.

ამერიკული პრესა აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იგივეს აკეთებდა, მაგრამ, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადფგენელი აცხადებს, ახლებული მიდგომა ითვალისწინებს უფრო „მკაფიო დირექტივებს” „მკაფიო მიმართულებით”.

განკარგულებით დადასტურებული იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ჯონსის კანონის მხარდაჭერა. ჯონსის კანონი ამერიკის პორტებს შორის საზღვარგარეთული გემებით გადაზიდვების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად