ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა მსოფლიოში აშშ-ის რეპუტაცია სერიოზულად დააზიანა

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ამერიკას “სულს ართმევს”.

ჯო ბაიდენმა CNBC ინტერვიუში აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა “მსოფლიოში ამერიკის რეპუტაცია სერიოზულად დააზიანა”.

”ეს პრეზიდენტი ყველაზე უჩვეულო პოლიტიკოსია, რომელთანაც არასდროს ვიმუშავებდი. როგორც ჩანს, მას საერთოდ არ ესმის ვინ ვართ ჩვენ (ამერიკელები- “აიპრესი”). ის ჩვენს ქვეყანას სულს ართმევს”, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს მისი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ სურდა.

5 დეკემბერს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ბრალდებათა შედგენა დაიწყო.

სიტყვით გამოსვლისას პელოსმა ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

6 დეკემბერს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს.

“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული რამაა. ადრე მის იმპიჩმენტს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ყველა მტკიცებულების შემდეგ, ვემხრობი. სამწუხაროა, მაგრამ დიახ”, – განუცხადა მაიკლ ბლუმბერგმა CBS News- ს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ.

როგორც მან დასძინა, აშშ-ს პრეზიდენტს არ ესმის, რომ იგი არჩეული თანამდებობის პირია.

”ის ვერ აცნობიერებს, რომ არჩეული თანამდებობის პირია, რომლის ამოცანაა საზოგადოებისთვის იმუშაოს და არა საკუთარი თავისთვის”,-განაცხადა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად