ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპს არ უნდა მიეცეს სადაზვერვო ანგარიშზე წვდომა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ ის არ მისცემს საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშების მიღების უფლებას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მისი ექსცენტრული საქციელის გამო.

ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა ინტერვიუში, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა საიდუმლო სადაზვერვო ანგარიში, რომელსაც, ტრადიციულად, პატივისცემის ნიშნად, იღებდნენ ყოფილი პრეზიდენტები.

“რა აზრი აქვს მისთვის სადაზვერვო ანგარიშების მიცემას? რა შედეგი ექნება ამას, გარდა იმისა, რომ შესაძლოა გამოხტეს და თქვას ის, რაც საჭირო არაა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...