ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა არ დაემსგავსება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მესამე ვადას

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი NBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა არ იქნება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მესამე ვადა. ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იგი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

ბაიდენის თქმით, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებული შტატები ძალიან შეიცვალა.

“პრეზიდენტმა ტრამპმა შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი”, – განაცხადა ბაიდენმა.

პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტობის პირველ ას დღეს დაუთმობს მიგრაციის რეფორმას და კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლას. დემოკრატმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს გააუქმოს შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზოგიერთი განკარგულება, რამაც, მისი აზრით, ზიანი მიაყენა კლიმატს და მოქალაქეების ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, ბაიდენმა თქვა, რომ იგი არ დაიწყებს გამოძიებას ტრამპის წინააღმდეგ. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ის მზად არის შეხვდეს ტრამპს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკულმა მედიამ განაცხადა ბაიდენის გამარჯვების შესახებ, რადგან მან მიიღო საჭირო 270 ხმა. ტრამპმა უარი თქვა მეტოქის გამარჯვების აღიარებაზე და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. კენჭისყრის ოფიციალური შედეგები გამოცხადდება დეკემბერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად