ჯო ბაიდენი: აშშ და ჩინეთი არ უნდა იყვნენ კონფლიქტში, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ინტენსიური კონკურენციისა

შეერთებული შტატები და ჩინეთი არ უნდა იყვნენ კონფლიქტში, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ინტენსიური კონკურენციისა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან ურთიერთობის შესახებ, როდესაც ის იყო აშშ ვიცე-პრეზიდენტი.

“მე სულ ვამბობდი, რომ კონფლიქტი არ უნდა გვქონოდა, მაგრამ მძაფრი კონკურენცია იქნება. მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას – მან ეს იცის, რადგან მან ასევე გაგზავნა სიგნალები”, – თქვა ბაიდენმა.

სახელმწიფოს მეთაურმა დაამატა, რომ, როგორც ამერიკის ლიდერი, მას ჯერჯერობით არ უსაუბრია ჩინეთის პრეზიდენტთან. “ჯერჯერობით ერთმანეთთან საუბრის შანსი არ გვქონია. არანაირი მიზეზი არ მაქვს მასთან დარეკვისთვის. როგორც მითხრეს, მე ალბათ უფრო მეტ დროს ვატარებდი სი ძინპინთან, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ლიდერთან, რადგან პირადად 24-25 საათი გავატარე. მასთან ვიყავი, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ”, – თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ბევრი რამ შეიძლება განიხილო. “ის ძალიან ჭკვიანია. ის ძალიან უკომპრომისოა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...