ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ცივი ომი სურს

„არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესში არ შედის. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი საგარეო პოლიტიკა პირადი ურთიერთობების ლოგიკური გაფართოებაა.

„მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერი კიბერშესაძლებლობები გაქვს და მან ეს ძალიან კარგად იცის. მან ზუსტად არ იცის ეს რა არის ეს, თუმცა იცის, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ. თუ ისინი გააგრძელებენ ძირითადი ნორმების დარღვევას, ჩვენ მათ ვუპასუხებთ. მას ახლა ცივი ომი ყველაზე ნაკლებად სჭირდება”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა .

კომენტარები
იტვირთება...