ჯივიპიმ ვარკეთილი 3-ში წყალმომარაგების ქსელი განაახლა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრორაიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში 1 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაობს ჯივიპი ხვალ, 14 მაისს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 14 მაისს, 22:00 საათიდან 15 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ვარკეთილი 3-ის I და III მიკრორაიონებს, II მიკრორაიონის ნაწილს, ჯავახეთის ქ N68-ს, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...