ჯივიპიმ კრწანისის რაიონში, მარნეულის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგრძელებს ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაბას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით.

ჯივიპიმ მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მარნეულის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა. შიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალარინებისა და 1 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. ჯივიპიმ პროექტში 250 ათას  ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად