ჯივიპიმ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში 1,5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა და განახლებულ სისტემაზე 9 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავცრელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნულ პროექტში 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 4 ოქტომბერს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. სამუშაო ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას, რის გამოც ხვალ, 4 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური  ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად