ჯივიპი ჭილაიას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის ფერდობზე, ჭილაიას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას კომპანიის პპრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 3 კილომეტრი სიგრძის წყალსადენის და 2.6 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზირებული ქსელი. კომპანია ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს, ასევე საკვანძო ჭებსა და სახანძრო ჰიდრანტებს მოაწყობს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს. ჯორჯიან უოთოერ ენდ ფაუერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს მარტის თვის ბოლოს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად