ჯივიპი სამგორის რაიონში, მაისურაძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 12 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, მაისურაძის ქუჩა N11-თან, წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 12 ნოემბერს 22:00-დან 13 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მ/რ-ს, ვარკეთილის მე-4 მ/რ-ს მე-2 რიგს, მაისურაძის ქ. N11-ს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ონაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად