ჯივიპი სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწინებით აგრძელებს.

კომპანია სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად არჩილ მეფისა და ერეკლე მეორეს ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება. ჯივიპი სარეაბილიტაციო პროექტში 140 ათასი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად