ჯივიპი სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. 

კომპანიამ სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს.

ჯივიპიმ აღნიშნულ პროექტში  140 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„პროექტის ფარგლებში, ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განვაახლეთ. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყო. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, წყლის წნევის რეგულატორები და ფილტრები დამონტაჟდა. რეაბილიტაციის შედეგად არჩილ მეფისა და ერეკლე მეორეს ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჯივიპის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური სამუშაოებს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, 2020 წლის სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით ახლაც აქტიურად აგრძელებს.

კომპანიამ ამ ეტაპისთვის 20 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი უკვე განაახლა, რაშიც 21 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად