ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელს სრულად აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.  

კომპანია ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში იცვლება 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის და 1 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სარეაბილიტაციო პროექტში 1 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად