ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

დღეს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს

პროექტის ფარგლებში ჯივიპი ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას განაახლებს – შეიცვლება წყალსადენის მაგისტრალური ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდულები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, ჯივიპის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერეს.

“ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1.4 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვლება. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის განახლება ნოემბერში დასრულდება” – აცხადებს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირიექტორი, ლუკა ჩაჩიბაია.

“ჩვენი აქტიური ჩართულობით, ისნის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი კომპანია ჯივიპის. მოსახლეობა მრავალი წელი ელოდა გზის რეაბილიტაციას, რასაც ძველი და დაზიანებული კომუნიკაციების გამო ვერ ვაკეთებდით. როგორც ადგილობრივებს დავპირდით, ჯივიპის მიერ წყალმომარაგების ქსელების განახლების შემდეგ, გზის მოწესრიგებას დავიწყებთ და ლეჟავას ქუჩაზე ასფალტის საფარს დავაგებთ“ – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო დღეს კომპანია ჯივიპიმ. დაახლოვებით კილომეტრნახევარი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდგომ სრულად განახლდება გზის საფარი, რომელსაც ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ჯივიპის და ისნნის რაიონის გამგეობას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის – აცხადებს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად