ჯივიპი ხვალ, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 5 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩა N203-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფრმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 5 თებერვალს, 23:50 საათიდან 6 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: გურმიშვილის გამზირს, დადიანის, ზესტაფონის, ბენდელიანის, ჭიჭინაძისა და  მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად