ჯივიპი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1.5 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი იცვლება. ასევე განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნულ პროექტში 400 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოებს თებერვლის თვეში დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად