ჯივიპი გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის  ქუჩებზე  წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. 

კომპანია გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 4 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. 

სამუშაოების ჩატარებით წყალმომარაგება გაუუმჯობესდება აღნიშნული ქუჩების 200-ზე მეტ აბონენტს. 

ჯივიპი სარეაბილიტაციო პროექტში ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად