ჯივიპი დღეს, 15 მაისს, ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების საბოლოო ეტაპს განახორციელებს

კომპანია ჯივიპი აგრძელებს ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროეტებზე მუშაბას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, სრულად განაახლა წყალმომარაგების სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 1 კილომეტრის სიგრძის წყალარინებისა და 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.
ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. კომპანიამ პროექტში 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ჯივიპი დღეს, 15 მაისს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოების საბოლოო ეტაპს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 მაისს 22:00 საათიდან 16 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: მეტრომშენის დასახლებას  ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის, კალანდაძის, ამირეჯიბის, შარვაშიძის, ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად