ჯივიპი, 7 თებერვალს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე წყალსადენის სისტემა სრულად განაახლა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვალა ერთი კმ სიგრძის ამორტიზებული წყალსადენის ქსელი. განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავცრელებს.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ 250 ათას ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ახალი ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჯივიპი ხვალ, 7 თებერვალს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 7 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან 8 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:

თევდორე მღვდლის, გოგოლის და ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, თამარ მეფის გამზირის ნაწილს, ვაგზლის მოედანს, ცაბაძის ქუჩას და მიმდებარე ქუჩებს.

ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად