ჯივიპი 25 მაისს, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

25 მაისს, ორშაბათს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ,  გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 25 მაისს, ორშაბათს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის 1-ელ; მე-2 და მე-3 მიკრორაიონებს, მე-4 მიკრორაიონის 1-ელ კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას, დავითაშვილის, შანდორ პეტეფის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად