ჯივიპი, 2 ოქტომბერს, სამგორის რაიონში ნაკადულის 1 გასასვლელში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწინებით აგრძელებს.

კომპანიამ სამგორის რაიონში, ნაკადულის 1 გასასვლელში წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 200 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყო.

ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროეტში  40 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია ხვალ, 2 ოქტომბერს  ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ,  2 ოქტომბერს, ღამის 23:00 საათიდან  3 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ნაკადულის, საფერავის, გაბრიელ სალოსის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს.  მოსკოვის გამზირის ნაწილს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში:

გორგასლის ქუჩის და რუსთავის გზატკეცილის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად