ჯიშკარიანის ადვოკატი: უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად, დამელოდეთ, ნუ ჩქარობთ

” უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად უფრო და უფრო იზრდება იმ გარემოებათა რიცხვი, რომელიც სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ”,- საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

” თქვენ გააგრძელეთ წერა – კითხვა, ბოროტება, მე კი უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად უფრო და უფრო იზრდება იმ გარემოებათა რიცხვი, რომელიც სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ, აგიხსნით თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი პროვოკატორი და რატომ უნდა ამხილო იგი დროულად ჩემი სახელი ასე რომ გაშინებთ და განერვიულებთ, შფოთავთ და ყველა კედელზე ჩემი მისამართით წერთ – უფრო ვრწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში მადლობა, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რომ ბოლომდე დავანახო საზოგადოებას მტყუან – მართალი, რომ წერტილი დავუსვა უსამართლობას!

დამელოდეთ, ნუ ჩქარობთ, ნუ ღელავთ, არ მცალია პასუხის გასაცემად, ბევრი საქმე მაქვს, მოწმეთა რიცხვი არ წყდება და უნდა გაგანერვიულოთ კიდევ, თქვენთვის უარესი და უარესი ამბები მაქვს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის “,-წერს კუბლაშვილი

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად