ჯიშკარიანის ადვოკატი: თოდაძეს ჰქონდა კონკრეტული ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი

იყო კონფლიქტური ბოლო პერიოდში. ის დადიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში გასაუბრებაზე. ერთგან მან მიიღო შეთავაზება, რომ დიდ პოლიტიკურ ტრიბუნაზე გავიდოდა.”,-ამის შესახებ, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“უხერხულია, მოყვეს სხვადასხვა ნიუანსი, რა განახორციელა თამთამ. უკვე მოდის აგრესია პირადად ჩემზე, თუ როგორ ვყვები ქალი იმას, რომ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყო და ეს გააკეთა. მე იძულებული ვარ ავხსნა, რომ მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. ის დიდი ხანია უკმაყოფილო იყო იმ მდგომარეობით. იყო კონფლიქტური ბოლო პერიოდში. ის დადიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში გასაუბრებაზე.

ერთგან მან მიიღო შეთავაზება, რომ დიდ პოლიტიკურ ტრიბუნაზე გავიდოდა. მას ჰქონდა კონკრეტული ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ადასტურებენ მოწმეები და ეს ყველაფერი საქმის გარემოებებში გამოვლინება. ნამდვილად არ მინდა მისი დისკრედიტაცია, მაგრამ, იძულებული ვხდები, კითხვებს ვუპასუხო. მიზანი დადასტურდა, თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რომ ბატონი ილია მას ხელშეკრულებას არ უგრძელებდა.”,-ამბობს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად