ჯიშკარიანის ადვოკატი თამთა თოდაძეზე: არ ადასტურებს ექსპერტიზა რომ ნაცემია, ცრუობს!

” ჩამეხუტა და მაკოცა” იმიტომ ამბობს რომ იცის ვერ დაადსტურებს ვერანაირ ძალადობას სხეულზე”,-ამის შესახებ, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“მე ვიტყოდი რომ ჩემს საქმიანობაში კონკრეტულად მისი სტატუსი ძალიან მიშლის ხელს. მაქვს სურვილი რომ სხვადასხვა საქმეებიდან გამოვითხოვო მონაცემები. ყველაფერზე მაქვს მისგან წინააღმდეგობა. ასე არ გავაკეთოთ, ეს რომ გავაკეთოთ იფიქრებენ რომ ასეა, ასე არ მიმართო, თანამშრომლები…. თუ ვინმეს რაიმე აგრესია აქვს ამ ხელუსფულების და ამ პარტიის მიმართ, მთლიანად ან ადამიანზეა მომართული.”,-ამბობს კუბლაშვილი.

კუბლაშვილის თქმით, ექსპერტიზა არ ადასტურებს რომ თამთა თოდაძე ნაცემია.

“არ ადასტურებს ექსპერტიზა რომ ნაცემია. ფაქტია რომ ცრუობს ადამიანი. “ჩამეხუტა და მაკოცა” იმიტომ ამბობს რომ იცის ვერ დაადსტურებს ვერანაირ ძალადობას სხეულზე. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის წაიქცა მის მიერ დამტვრეულ პრინტერის ნამსხვრევებზე. სწორედ აღნიშნული დაადგინა ექსპერტიზამ. ეს ჩვენება აქვს მიცემული პირველივე დღეს ბატონ ილიას”-ამბობს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად