ჯიშკარიანის ადვოკატი: ბრალს არ აღიარებს, ახლაც შოკურ მდგომარეობაშია

ადამიანი არის ფაქტობრივად განადგურებული”,-ამის შესახებ, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ბრალის დადგენილებაზევე დააფიქსირა, ხელი მოაწერა რომ ბრალს არ აღიარებს. არ ძალადობდა გოგონაზე. ახლაც შოკურ მდგომარეობაშია, გადაცემებთან მედიასთან ნაკლები წვომა აქვს, ექიმი არ გაძლევს ამის ნებართვას. ადამიანი არის ფაქტობრივად განადგურებული”,-ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარუდგინა, მისი თანაშემწე თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ადვოკატის თქმით, თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად