ჯიშკარიანი: ყველაფერი თოდაძემ დალეწა და თავის დალეწილში აიხლართა… პოლიცია რომ გამომეძახებინა რა დეპუტატი ვიქნებოდი?!

ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა, – ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გადაცემა “პირველების” წამყვანების კითხვას, როგორ დაილეწა მის ოფისში ტექნიკა.

“როგორ შეიძლება წერტილოვანი ზიანი მიაყენოს მოძალადემ?! მაშინ ნახეთ ექსპერტიზის დასკვნა და ისე მელაპარაკეთ. დარტყმული აქვს რამე, მოჭრილი აქვს რამე თუ რა? მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ხომ ასე უნდა ვილაპარაკოთ. ამხელა ბრალდებას მიყენებთ ადამიანებო. საიდან მიიღო დაზიანება? იქნება ქუჩაში წაიქცა ისეთი ნასვამი იყო, იქნება გაეხახუნა კედელს? მე რა ვიცი. ის აიხლართა თავის დამტვრეულ ნამსხვრევებში, პრინტერი რომ გადმოაგდო

მე თავმოვარე ადამიანი. მე ახალგაზრდების რეკომენდაციით მივიღე ეგ. მე რომ პოლიცია გამომეძახებინა, მე რა დეპუტატი ვიქნებოდი?კაი ერთი პრინტერი გადმოაგდო და შეურაცხყოფა მომაყენა… ხომ არ ვიცოდი, რომ აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა და გადავწყვეტავდით პრინტერის და მონიტორის ამბავს. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ქონებაა, საკრებულოს ქონებაა. რატომ მივიდა სახლში ეს ნაცემ-ნაბეგვი გოგო, როცა მოსკოვის “პროსპექტზე” გავიდა, რატომ არ მიმართა პატრულს?” – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად