ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი დაიწყო. გასაუბრებები დაინტერესებულ კანდიდატებთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომპანია 300 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯიპიაი” ავრცელებს.

“დილიდან დასაქმების მსურველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა, რაც ძალიან გვახარებს. როგორც აღვნიშნეთ ველოდებით ყველა ადამინს ვისაც უნდა დასაქმება. ჩვენი გადამზადების პროგრამა მისცემს მათ საშუალებას ჩამოყალიბდეს პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ველოდებით ისეთ ადამიანებს ვინც დასაქმებულია საბანკო/საფინანსო, სადაზღვევო ან სხვა სფროში და უნდა უკეთესი სამსახური, უფრო წარმატებულ კომპანიაში მუშაობა, უნდა რომ მეტს მიაღწიოს. მათთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებული შეთავაზებები გვექნება,მოვერგებით მათ მოთხოვნებს, ველოდებით რომ ასეთი ადამიანებიც შემოგვიერთდებიან.” – ამბობს ნინო ხაჭაპურიძე ჯიპიაი ჰოლდინგის hR დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიური გნათლების მოთხოვნის გარეშე შესაძლებლობა აქვს გახდეს ჯიპიაი ჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდის წევრი.პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს.ყველა წარმატებულ და მოტივირებულ კანდიდატს ეძლევა შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი რუსტაველის 27 ნომერში, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს. გასაუბრებები სამსახურის მაძიებლებთან 22/23 თებერვალს 10/19 საათამდე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...