ჯიპიაი ჰოლდინგი სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

NULL

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება – დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ.

ჯიპიაი ჰოლდინგის ანაზღაურების მენეჯერები სტიქიის ღამეს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაზარალებულების დახმარებას. ცხელ ხაზზე ასამდე შეტყობინება შემოვიდა, ძირითად შემთხვევაში ზარები ბინებისა და მანქანების დატბორვით დაზიანებას ეხებოდა”,-აცხადებენ კომპანიაში.

სტიქიით გამოწვეული სრული ზარალის დაანგარიშება ახლა მიმდინარეობს და ზუსტი ციფრები კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, თანხის მთლიანი ოდენობა 500 000 ლარს გადააჭარბებს.

“15 ივნისის უქმედ გამოცხადების მიუხედავად, კომპანია მიიჩნევს, რომ სადაზღვევო საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მყისიერი რეაგირებაა. შესაბამისად, კომპანიის ცხელი ხაზი და ზარალების ანაზღაურების დეპარტამენტი დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. შეუფერხებლად აგრძელებს პაციენტების მიღებას კლინიკა კურაციოც“,-განმარტავენ კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად