ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მალე ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე, იტალიაში, 10 ქართველი ბავშვი გაემგზავრება, რომლებიც საერთაშორისო ჟიურის შეუერთდებიან და მათთან ერთად გამოავლენენ საუკეთესო ფილმებს. 

რამაზ ცხადაძე ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც ჯიფონიში გასამგზავრებლად დიდი პასუხისმგებლობით ემზადება.

"ჯიფონის საერთაშორისო ფესტივალიდან ველოდები ძალიან ბევრს. მინდა ისეთი გამოცდილება მივიღო, რაც აქ ჩამოსულს გამომადგება. ასევე მინდა, გავეცნო იქაურ ოჯახებს, შევისწავლო მასპინძლების ცხოვრების წესი. ყველაზე მეტად კი მსურს, საქართველო კარგად წარვადგინო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იქნება“, – ამბობს რამაზ ცხადაძე.

ჯიფონის საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე დიდი საბავშვო კინოფესტივალია. მას 39 ქვეყნიდან 2000-მდე ბავშვი ესწრება. ჯიფონის საერთშორისო საბავშვო კინოფესტივალის მონაწილე ბავშვები, ამავე დროს, ჟიურის წევრებიც არიან, რომლებიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყოფიან. კინოფესტივალი 40 წელზე მეტია, ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად