ჯიმშერ რაზმაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი გრეპლინგში.

ჩემპიონატის მონაწილე ქართველ სპორტსმენთა შორის ყველაზე წარმატებით ჯიმშერ რაზმაძემ იასპარეზა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელ ლუის ალექსის ქუინონეს სძლია 2:0 და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გრეპლინგი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების წევრია და შეჯიბრება მისი ეგიდით, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად ჩატარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად