ჯიმშერ რაზმაძე გრაფლინგში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

იტალიაში, რომში, მატეო პელიკონეს ოლიმპიური ცენტრის დარბაზში, დასასრულს უახლოვდება ევროპის ჩემპიონატი გრაფლინგში.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გრაფლინგში წარმატებით გამოვიდა ქართველი სპორტსმენი ჯიმშერ რაზმაძე

ჯიმშერ რაზმაძემ მერვედფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი დანილ შატკო 7:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კიდევ ერთი უკრაინელს, მოჰამად სალაჰ ტოდაევი ანგარიშით 2:0 სძლია, ნახევარფინალში კი მოლდოველ გრიგორი პანფილი მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა და მას დანებება აიძულა.

71 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ჯიმშერ რაზმაძე რუს გაჯიმურად ალიბეკოვთან 2:5 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად