ჯიმი კარტერმა რუსეთს “ისლამურის სახელმწიფოს” პოზიციების რუკები გადასცა

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა,ჯიმი კარტერმა რუსეთს სირიაში „ისლამური სალმწიფოს“ პოზიციების რუკები გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია lenta.ru-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა,მარია ზახაროვამ დაუდასტურა.

ზახაროვას განცხადებით, კარტერი საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა რუსულ მხარეს და დახმარება შესთავაზა, რის შემდეგაც რუკები გადმოაგზავნა.როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული რუკები რაიმე საიდუმლო ხასიათის მასალებს არ შეიცავდა.

"ამიერიდან როცა რუსული ავიაცია ბომბებს იქ ჩამოყრის სადაც საჭირო არაა გვეცოდინება რომ ეს ჩემი ბრალია და არა პუტინის"- განაცხადა კარტერმა, 21 ოქტომბერს ტელეკომპანია MSNBC-ს ეთერში გამოსვლისას. რუსული სამხედრო ავიაცია სირიაში ისლამისტების პოზიციებს 30 სექტემბრიდან ბომბავს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად