ჯიმი კარტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press– ი ავრცელებს.

არაკომერციული ორგანიზაცია Carter Center-ის ცნობით, მას “მცირე მენჯის ძვლის მოტეხილობა” აღენიშნება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მაინც კარგ განწყობაზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი ასეთი ინციდენტი არ არის, რომელიც ჯიმი კარტერში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოქტომბრის დასაწყისში, იგი ის საკუთარ სახლში წაიქცა, რის შემდეგაც 14 ნაკერი დაადეს.

ჯიმი კარტერი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას 1977 წლიდან 1981 წლამდე იკავებდა. ის აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდანა. კარტერმა ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია დაამთავრა, 1946–1953 წლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა ოჯახურ ბიზნესს და არაქისის საკმაოდ წარმატებული ფერმერი იყო. 1 ოქტომბერს, ის 95 წლის გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად