ჯიმ რიში: ველოდები, რომ პოლიტიკურ პარტიები, რომლებსაც ჯერ ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე, დანაპირებს შეასრულებენ

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

„გამიხარდა იმის დანახვა, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის ხელშეკრულებაში მოცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირების შესრულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებას. ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ის პოლიტიკურ პარტიები, რომლებსაც ჯერ ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე, დანაპირებს შეასრულებენ, ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ, რათა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ეს უსიამოვნო თავი დახურონ“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...