ჯიმ რიში: კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს

თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში დასაგმობია, – ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერზე“ წერს.

„ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველომ უკეთესი მომავალი უნდა შექმნას“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.

კომენტარები
იტვირთება...