ჯიმ ქერიმ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის კარიკატურა გამოაქვეყნა

ამერიკელმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, თავის Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კარიკატურა გამოაქვეყნა.

ნახატზე აშშ-ის ლიდერი, თავის უკრაინელ კოლეგას მიმართავს ციტატით, რომელსაც ფილმ „ნათლიმამას“ გმირი ამბობს.

„ერთხელაც – ეს დღე შესაძლოა საერთოდ არც დადგეს – რაღაცის გაკეთებას გთხოვ. მაგრამ მანამდე ჩემგან ეს საჩუქარი მიიღე, როგორც საომარი დახმარება ჩემი ქალიშვილის ქორწილის დღეს“, – წერია ციტატაში, რომელიც კარიკატურაზეა დატანილი.

„ნათლიმამა-თაღლითმა ზელენსკის ისეთი რამ შესთავაზა, რაზეც იგი უარს ვერ იტყვის“, – ასეთ კომენტარს კი კარიკატურას თავად ჯიმ ქერი უწერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად