ჯიხვების პირველი “რეგიონული ყრილობა” ყაზბეგის ეროვნულ პარკში (ვიდეო)

ყაზბეგის ეროვნული პარკის ბინადარმა ჯიხვებმა პირველი „რეგიონული ყრილობა“ გამართეს.

“რეგიონული ყრილობის” ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს:

“🦌 ყაზბეგის ეროვნული პარკის ბინადარი ჯიხვების პირველი „რეგიონული ყრილობა“.

❓ ნეტავ რა საკითხებს განიხილავენ?”

ცნობისთვის,ყაზბეგის ეროვნული პარკი მდიდარია ფაუნის თვალსაზრისით. აქ გავრცელებული ცხოველების უმრავლესობა წარმოდგენილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი და საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებით: აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი, არჩვი, მურა დათვი, ფოცხვერი. აქ გვხვდება ტყის კვერნა, ტყის კატა, კურდღელი, ციყვი და სხვ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად