ჯიღაურას კოლექციას ხეხილის ახალი ჯიშები შეემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ბაზებზე სამუშაოებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ხეხილის ადგილობრივი 80 ახალი ჯიშით შეივსო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად, მოძიებულია ვაშლის, მსხლის, ქლიავის და ბლის ადგილობრივი ჯიშები, რომელზეც შემდგომ დაკვირვება და კვლევები განხორციელდება. კვლევების შედეგების მიხედვით ფერმერებისთვის სარეკომენდაციო სახის ინფორმაცია შემუშავდება.

მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა განთავსებულია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე, სადაც თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების 300-ზე მეტი ჯიშის სადედეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 450 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად