ჯგუფური ტურნირის კიდევ ერთი მასპინძელი მერვედფინალში ვადამდე გავიდა

ევრო 2020-ზე კიდევ ერთი მერვედფინალისტი გამოვლინდა

ევრო 2020-ის A და B ჯგუფების შემდეგ C ჯგუფშიც დასრულდა მეორე ტურის შეხვედრები და კიდევ ერთი, რიგით მესამე მერვედფინალისტი გამოვლინდა.

მერვედფინალის საგზური კვლავ ჯგუფური ტურნირის მასპინძელს, ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელთა გუნდს ხვდა წილად.

ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე” ნიდერლანდებთან ავსტრია თამაშობდა. ორივე გუნდს პირველი ტურის მატჩი მოგებული ჰქონდა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული მერვედფინალში თამაშს ვადამდე ინაღდებდა.

მასპინძლები მე-11 წუთზე მემფის დეპაის მიერ გატანილი პენალტით დაწინაურდნენ.

შეხვედრის 67-ე წუთზე დენზელ დამფრისმა მეორედ აიღო ავსტრიელთა კარი.

დღესვე ამ ჯგუფში უკრაინამ ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია 2:1

უკრაინა – ჩრდილოეთ მაკედონია 2:1(2:0)
გოლები: ანდრეი იარომლენკო (29′, 1:0), რომან იარემჩულკი (34′, 2:0), ეზგან ალიოსკი (57′, 2:1)
თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს: ესზგან ალიოსკიმ 57-ე წუთზე და რუსლან მალინოვსკომ 85 წუთზე

ნიდერლანდები 2 თ 6 ქ
უკრაინა 2 თ 3 ქ
ავსტრია 2 თ 3 ქ
ჩრდილოეთ მაკედონია 2 თ 0 ქ

ნიდერლანდებმა მერვედფინალში თამაში გაინაღდა

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჯგუფებიდან 1-2 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს

კომენტარები
იტვირთება...