ჯგუფმა The Prodigy-მ კიტ ფლინტის გარდაცვალების გამო, ყველა კონცერტი გააუქმა

ჯგუფმა The Prodigy-მ ვოკალისტ კიტ ფლინტის გარდაცვალების გამო, ყველა კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფი facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ჯგუფი ფესტივალ Park Live-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც მოსკოვში 12-14 ივლისს გაიმართება.

კიტ ფლინტი 4 მარტს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 49 წლის იყო. პოლიციამ არ დააკონკრეტა, რა ვითარებაში გარდაიცვალა მუსიკოსი. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ მუსიკოსმა თავი მოიკლა. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერს, რომ კიტ ფლინტი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, დეპრესიაში იმყოფებოდა.

ჯგუფი The Prodigy 1990 წელს ჩამოყალიბდა. ვოკალისტის რაგში, მისი დებიუტი 1996 წელს შედგა სიმღერით Firestarter- ალბომიდან „The Fat of the Land”.

ჯგუფი BRIT Awards-ის ორი პრემიით, MTV Video Music Awards-ის ოთხი ჯილდოთ, ასევე MTV-ის ევროპის მუსიკალური ჯილდოების მფლობელია. გარდა ამისა, ჯგუფი  „გრემის“  ჯილდოზეც იყო ნომინირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...