ჯგუფი “მგზავრები“ ყვარელში კონცერტს გამართავს

დღეს, ყვარელში, ილიას ტბის საზაფხულო სცენაზე ჯგუფ "მგზავრების“ კონცერტი გაიმართება,– ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კონცერტი პროექტის "Check in georgia'-ს ფარგლებში იმართება.

აპრილში დაწყებული პროექტი "Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. 

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი "Maroon 5” და ხოსე კარერასი.

პროექტის "Check in Georgia“ განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

სამინისტროს ცნობით, "Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...