ჯგუფ Nirvana-ს ლიდერის, კურტ კობეინის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს

ვაშინგტონის ქალაქ აბერდინში მდებარე სახლი, რომელშიც ცნობილი როკ-ჯგუფის ლიდერი ცხოვრობდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის არქეოლოგიისა და ისტორიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ლეგენდარული მუსიკოსი აქ ცხოვრობდა მშობლებთან ერთად 1968 წლიდან 1984 წლამდე.

დეპარტამენტის ცნობით, სწორედ ამ სახლში გაიტაცა ახალგაზრდა კურტ კობეინი მუსიკამ.

სახლი 1923 წელს აშენდა. ახლა კი ის ეკუთვნის ლი ბეკონს, რომელმაც ის კობეინის ოჯახისგან 2018 წელს იყიდა.

კომენტარები
იტვირთება...