“ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია” – თაკო ჩარკვიანი არ ადასტურებს “სტრატეგია აღმაშენებლიდან” წასვლას

“ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია” – ასე პასუხობს “რუსთავი 2”-ის ეთერში თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს “სტრატეგია აღმაშენებელს” ტოვებს.

“არა, მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვია გუშინდელმა დებატებმა “ტვ პირველზე”. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ჯერჯერობით იმიტომ ვთქვი, რომ ბლოკია, როგორ გაგრძელდება… მე გიორგი ვაშაძისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ჩვენი აზრი ემთხვევა. გიორგი შესვლას არ აპირებს და ჩემი თვითმიზანიც არ არის შესვლა-არშესვლა. აქ საუბარია იმაზე, როგორ მოვახერხებთ რეფორმებს.

ბლოკი არ არის ინდულგენცია. ეს არის ერთობა… ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და გიორგი, ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი და თუ განსხვავებული ხედვები გვექნება, რომელიც შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამას გავარკვევთ მე და გიორგი და არა სხვა, თუნდაც იქ მყოფი ადამიანები, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა.

როდესაც სტუდიაში ზის ჩემი ბლოკის წარმომადგენელი ხომ უნდა ვიცოდეს თუ რამე არ ვიცი? ვკითხე თეონა აქუბარდიას, რომ შესვლა ხომ არ გინდათ-მეთქი, რადგან მისი ორჭოფული განცხადებიდან ეს შთაბეჭდილება დამრჩა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...